საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.
წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანის საიუბილეო წლის ფარგლებში, რომის ორ ისტორიულ ტაძარში ქართული გუნდების კონცერტები გაიმართა
2025 წლის 21 - 23 ნოემბერს, წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანის საიუბილეო წლის ფარგლებში, რომის ორ ისტორიულ ტაძარში ქართული გუნდების კონცერტები გაიმართა.
დავით მექვაბიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა იერუსალიმის როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენის პრინცს და დიდ მაგისტრს ფრა ჯონ დანლაპს
2025 წლის 17 ნოემბერს, წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა იერუსალიმის როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენის პრინცს და დიდ მაგისტრს ფრა ჯონ დანლაპს. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა მალტის ორდენის დიდ მაგისტრთან.
დავით მექვაბიშვილი იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ნეაპოლში, ნეაპოლის ნაციონალური ბიბლიოთეკის რარის (Sala Rari) დარბაზში, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს მწერალთა კავშირის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, ასოციაცია ვაზის და ნეაპოლის ნაციონალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა
2025 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან (ვატიკანში) დავით მექვაბიშვილი იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ნეაპოლში, ნეაპოლის ნაციონალური ბიბლიოთეკის რარის (Sala Rari) დარბაზში, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს მწერალთა კავშირის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, ასოციაცია ვაზის და ნეაპოლის ნაციონალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
დავით მექვაბიშვილი დათო მაღრაძის ლექსების კრებულის “Roma Amor”-ის პრეზენტაციას დაესწრო
2025 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან (ვატიკანში) დავით მექვაბიშვილი „დანტე ალიგიერის საზოგადოების” სათავო ოფისში, რომის ცენტრში მდებარე ფლორენციის სასახლეში, ქართველი პოეტის დათო მაღრაძის ლექსების კრებულის “Roma Amor”-ის პრეზენტაციას დაესწრო.
დავით მექვაბიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა თავის უკრაინელ კოლეგასთან ანდრიი იურაშთან
2025 წლის 24 სექტემბერს, წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან წმინდა საყდართან ანდრიი იურაშთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და უკრანას შორის არსებული ისტორიული კეთილ-მეზობლური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
ასევე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, უსაფრთხოების გამოწვევებს რეგიონალურ თუ საერთაშორისო დონეზე, ასევე საქართველოს და უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისკენ.
შეხვედრის ბოლოს საქართველოს ელჩმა სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა ჩანაწერების წიგნში და გამძლეობა, გამარჯვება და მშვიდობა უსურვა უკრაინელ ხალხს. უკრაინის ელჩმა კი წარმატებები უსურვა ახლად დანიშნულ ელჩს და მადლობა გაუხადა მას კეთილი სურვილებისათვის.
დავით მექვაბიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან წმინდა საყდართან ბორის სააკიანთან
2025 წლის 22 სექტემბერს, წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან წმინდა საყდართან ბორის სააკიანთან.
რომში, წმინდა აგატა დეი გოტის ეკლესიაში წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ ,,შემოქმედებითი საქართველოს’’ ორგანიზებით, გაიმართა კონცერტი - „წერილები მეგობრებს - 25 წერილი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის“
2025 წლის 8 სექტემბერს, რომში, წმინდა აგატა დეი გოტის ეკლესიაში (რომაული გოთური არქიტექტურის უნიკალური ნიმუში) წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ ,,შემოქმედებითი საქართველოს’’ ორგანიზებით, გაიმართა კონცერტი - „წერილები მეგობრებს - 25 წერილი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის“, რომელიც ქართველი გენიალური კომპოზიტორის, გია ყანჩელის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.
დავით მექვაბიშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა მალტის ორდენის გენერალურ მდივანს ჯამპაოლო კანტინის
2025 წლის 2 სექტემბერს, წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა მალტის წმინდა იოანეს სახელობის სამხედრო სუვერენული ორდენის გენერალურ მდივანს საგარეო ურთიერთობების საკითხებში, მის აღმატებულება ჯამპაოლო კანტინის.
დავით მექვაბიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ვატიკანის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილესთან მთავარ ეპისკოპოსთან მიროსლავ სტანისლავ ვახოვსკისთან