საზეიმო მიღება ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვასთან დაკავშირებით
27 ნოემბერს, ვატიკანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ისტორიულ სასახლეში, პალაცო დელა კანჩელერიაში, გაიმართა საზეიმო მიღება, რომელიც ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვას და ელჩის ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონის დიპლომატიური მანდატის დასრულებას მიეძღვნა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
0 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და ვატიკანის მხრიდან, ვატიკანის ბიბლიოთეკის პრეფექტმა მონსინიორ მაურო მანტოვანიმ
ამ ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დაწყების ცერემონიალს ვატიკანში ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე - გივი მიქანაძე, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის მემორანდუმის გაფორმების საქმეში.
ეროვნული ბიბლიოთეკისა და ვატიკანის ბიბლიოთეკის თანამშრომლობა
26 ივნისს გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს, მირიან ხოსიტაშვილსა ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკისა და არქივის ხელმძღვანელთან, წმინდა საყდრის ბიბლიოთეკარსა და არქივარიუსს, არქიეპისკოპოს ანჯელო ვინჩენცო ძანის შორის.
15 ივნისს, პროექტ „ცოცხალ წიგნებთან“ თანამშრომლობით, საქართველოს საელჩომ პოეტური ანთოლოგიის „როცა ქვეყნებს სძინავთ - 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისთვის“ და ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებულის „მზე“ იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
წმინდა საყდართან და მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენთან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რომში წმინდა პავლეს ბაზილიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
წმინდა პავლეს საფლავზე აგებული ტაძარი, რომში მდებარე პაპის ოთხ მთავარ ბაზილიკათაგან ერთერთია და უმნიშვნელოვანესი რელიგიური დატვირთვა აქვს მთელი ქარისტიანული სამყაროსთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ კარდინალი ფრანჩესკო მონტერიზი, მალტის სამხედრო სუვერენული ორდენის ახლად არჩეული დიდი მაგისტრი ფრა ჯონ ტიმოტი დანლაპი, დიდი კომენდატორი ფრა ემანუელ რუსო, ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოსა და რომიის კურიის წარმომადგენლები, წმინდა საყდართან აკრედიტებული 60-მდე ელჩი და დიპლომატი, კულტურული წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.