- მთავარი
- სიახლეები
- დავით მექვაბიშვილი იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ნეაპოლში, ნეაპოლის ნაციონალური ბიბლიოთეკის რარის (Sala Rari) დარბაზში, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს მწერალთა კავშირის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, ასოციაცია ვაზის და ნეაპოლის ნაციონალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა
დავით მექვაბიშვილი იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ნეაპოლში, ნეაპოლის ნაციონალური ბიბლიოთეკის რარის (Sala Rari) დარბაზში, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს მწერალთა კავშირის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, ასოციაცია ვაზის და ნეაპოლის ნაციონალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა
2025 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან (ვატიკანში) დავით მექვაბიშვილი იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ნეაპოლში, ნეაპოლის ნაციონალური ბიბლიოთეკის რარის (Sala Rari) დარბაზში, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს მწერალთა კავშირის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, ასოციაცია ვაზის და ნეაპოლის ნაციონალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ნეაპოლის ნაციონალურ ბიბლიოთეკას შორის და ამავდროულად გაიმართა ქართველი რეჟისორის თამარ მახარაძის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება „ბერნადრო ნეაპოლელი ქართული ხელნაწერები ნეაპოლში“.
აღნიშნულ ღონისძიებას ადგილობრივი მთავრობის და კულტურის თუ საუნივერსიტეტო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
