დავით მექვაბიშვილი დათო მაღრაძის ლექსების კრებულის “Roma Amor”-ის პრეზენტაციას დაესწრო
2025 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან (ვატიკანში) დავით მექვაბიშვილი „დანტე ალიგიერის საზოგადოების” სათავო ოფისში, რომის ცენტრში მდებარე ფლორენციის სასახლეში, ქართველი პოეტის დათო მაღრაძის ლექსების კრებულის “Roma Amor”-ის პრეზენტაციას დაესწრო.
პრეზენტაციაზე, ავტორთან ერთად სიტყვით გამოვიდა სენატორი მასიმო გარავალია და „დანტე ალიგიერის საზოგადოების” გენერალური მდივანი, ალესანდრო მაზი, რომლებსაც ეკუთვნის აღნიშნული წიგნის წინასიტყვაობები.
პრეზენტაციის დასასრულს ავტორმა და იტალიელმა მსახიობმა ვალენტინა კიკკომ ლექსები ქართულ და იტალიურ ენებზე წაიკითხეს.
