Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი

დაბადების თარიღი: 1954 წლის 20 ივლისი, ტალანსი (საფრანგეთი)

1978 წელს ქორწინდება პრინც რაიმონდო ორსინი დ’არაგონაზე და საცხოვრებლად გადადის ქ. რომში.

განათლება

1971 - ქ. ბორდოს Lycée François Magendie-ის ბაკალავრი ფილოსოფიასა და ფილოლოგიაში;

1973 - ქ. ბორდოს უნივერსიტეტის Bordeaux III დიპლომი ფილოლოგიაში, რუსული ენის განყოფილება;

1974 - ქ. ბორდოს უნივერსიტეტის Bordeaux III ჩეხური ენის მე-3 კურსის დამთავრების დიპლომი;

1974 - ქ. ბორდოს უნივერსიტეტის Bordeaux III ფილოლოგის ლიცენზია, რუსული ენის განყოფილება;

1975-1976 - რვა თვიანი სასწავლო სტიპენდია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ორ თვიანი სასწავლო სტიპენდია თბილისის ივ. ჯავახიშვილი სახელობის უნივერსიტეტში;

1986 - იღებს სასოფლო-სამეურნეო ექსპერტის დიპლომს.

სამსახურებრივი გამოცდილება

1991 - დაარსა იტალიურ-ქართულ ასოციაციას "წმინდა გიორგის ფარი" და გახლდათ მისი პრეზიდენტი 2005 წლის 9 მარტამდე. ამ წლების განმავლობაში მონაწილეობა მიიღო და ითანამშრომლა სხვადასხვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან (CRI, WFP, Caritas, "Insieme per la Pace"),  საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების პროექტების განხორციელებაში, ჩაატარა სხვადასხვა კულტურული  ღონისძიებები, ხელი შეუწყო საერთაშორისო დონის პოლიტიკურ შეხვედრებში ქართული დელეგაციების მონაწილეობას;

1997 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მონაწილეობას იღებს საქართველოს პრეზიდენტის იტალიის რესპუბლიკასა და წმინდა საყდარში სახელმწიფო ვიზიტისა და რომის პაპთან, იოანე-პავლე II-სთან შეხვედრის ორგანიზებაში;

1999 - მონაწილეობას ღებულობს რომის პაპის იოანე-პავლე II-ს საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაში;

2005-2014 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან (ვატიკანი);

2010-2014- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენთან;

2019 - დღემდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან (ვატიკანი) და მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენთან;

ჯილდოები

1992 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის მედალი;

1995 - მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა პასპორტი N.001, ანტონ I ბაგრატიონის სახელობის ოქროს მედალი, ინვალიდთა და ვეტერანთა წმინდა თამარ მეფის ორდენის ოქროს მედალი;

2000 - გადაეცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მისი უწმინდესობა ილია II-ის მიერ დამსახურების სიგელი;

2007 - წმინდა საყდრის პიუს IX-ს ორდენის დიდი ჯვარი;

2009 - ანჰალტების საგვარეულოს ,,ალბრეხტის დათვის" დიდი ჯვარი;

2013 - მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის დიდი ჯვარი.

დიპლომატიური რანგი

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ფლობს

ფრანგულ, იტალიურ, ინგლისურ, რუსულ ენებს.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს ოთხი შვილი. პირველი ქალიშვილი, ჯორჯანა მარია ორსინი დ’არაგონა გარდაიცვალა 2005 წლის 26 აგვისტოს. მეუღლე, პრინცი რაიმონდო ორსინი დ’არაგონა გარდაიცვალა 2020 წლის 24 მარტს.