კლასიკური მუსიკის კონცერტი საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის 30 წლის დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად
კონცერტის დასაწყისში, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს ელჩი, ქალბატონი ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონი და საეკლესიო მუსიკის პონტიფიკალური ინსტიტუტის რექტორი, მონსინიორ ვინჩენცო დე გრეგორიო.
აღსანიშნავია, რომ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა იტალიელმა მუსიკოსმა, პიანისტმა და კომპოზიტორმა ლორენცო ტურკი-ფლორისმა, რომელმაც ‘’Georgian chamber soloist’’-თან ერთად შეასრულა მისი ნაწარმოები ‘’Aspettando Anninnora’’.
საღამოს ესწრებოდნენ ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე რომის კურიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
საქართველოს საელჩო უდიდეს მადლობას უხდის მაესტრო სანდრო თიგიშვილს და ‘’Georgian Chamber Soloist’’-ის თითოეულ მუსიკოსს თანამშრომლობისა და ქართული მუსიკის არაჩვეულებრივად წარმოჩენისათვის. განსაკუთრებული მადლობა ასევე მაესტრო ტურკი-ფლორისს კონცერტში მონაწილეობისა და საქართველოსთან გამორჩეული მეგობრობისათვის.




