Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან

საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან

აკრედიტებულია მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენთან

კლასიკური მუსიკის კონცერტი საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის 30 წლის დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად

🇬🇪30🇻🇦9 სექტემბერს, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვატიკანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, სანტ აგოსტინოს საკონცერტო დარბაზში გაიმართა მევიოლიონე სანდრო თიგიშვილისა და მის მიერ დაარსებული კამერული ორკესტრის ‘’Georgian chamber soloist’’-ის კონცერტი.
კამერული ორკესტრი მაესტრო თიგიშვილმა 2021 წელს დააარსა და მასში ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მუსიკოსები გააერთიანა. კონცერტზე შესრულდა სულხან ცინცაძის ქართულ ფოლკლორულ მუსიკაზე შექმნილი მინიატურები.
კონცერტის დასაწყისში, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს ელჩი, ქალბატონი ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონი და საეკლესიო მუსიკის პონტიფიკალური ინსტიტუტის რექტორი, მონსინიორ ვინჩენცო დე გრეგორიო.
 აღსანიშნავია, რომ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა იტალიელმა მუსიკოსმა, პიანისტმა და კომპოზიტორმა ლორენცო ტურკი-ფლორისმა, რომელმაც ‘’Georgian chamber soloist’’-თან ერთად შეასრულა მისი ნაწარმოები ‘’Aspettando Anninnora’’.
საღამოს ესწრებოდნენ ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე რომის კურიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

საქართველოს საელჩო უდიდეს მადლობას უხდის მაესტრო სანდრო თიგიშვილს და ‘’Georgian Chamber Soloist’’-ის თითოეულ მუსიკოსს თანამშრომლობისა და ქართული მუსიკის არაჩვეულებრივად წარმოჩენისათვის. განსაკუთრებული მადლობა ასევე მაესტრო ტურკი-ფლორისს კონცერტში მონაწილეობისა და საქართველოსთან გამორჩეული მეგობრობისათვის.