შეხვედრა თბილისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან
საქართველოს ელჩმა, ქ-მა ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონმა საქართველოს საელჩოში თბილისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა.
დელეგაციაში, რომელიც ვატიკანში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფება, საბაუნის რექტორი მამა აკაკი ჭელიძე, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, პროფესორები და სტუდენტები არიან წარმოდგენილები.
მათთან ერთად საელჩოს ეწვია ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი, მონსინიორ ჯუზეპე პაზოტოც.
დელეგაციას, 13 თებერვალს, სამოციქულო სასახლეში, პირად აუდიენციაზე რომის პაპი ფრანცისკე მიიღებს