Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა თბილისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან

📌საქართველოს ელჩმა, ქ-მა ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონმა საქართველოს საელჩოში თბილისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა.
📌დელეგაციაში, რომელიც ვატიკანში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფება, საბაუნის რექტორი მამა აკაკი ჭელიძე, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, პროფესორები და სტუდენტები არიან წარმოდგენილები. 🎓
📌მათთან ერთად საელჩოს ეწვია ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი, მონსინიორ ჯუზეპე პაზოტოც.
📌დელეგაციას, 13 თებერვალს, სამოციქულო სასახლეში, პირად აუდიენციაზე რომის პაპი ფრანცისკე მიიღებს