
სიტყვით გამოსვლისას, რომის პაპმა ხაზი გაუსვა „იმედის დიპლომატიის“ მნიშვნელობას, როგორც მთავარ გზას მსოფლიოში არსებული კონფლიქტებისა და დაქსაქსულობის დასაძლევად. როგორც მან აღნიშნა, „იმედის დიპლომატია“ ეფუძნება ღია და ინკლუზიურ დიალოგს იმისთვის, რომ აშენდეს ხიდები და დაინგრეს სიძულვილისა და შურისძიების კედლები. რომის პაპის თქმით, „გზა მშვიდობისაკენ“, პირველ რიგში გადის საყოველთაო განიარაღებაზე, განათლებაზე, ეკონომიკაზე, ზრუნვასა და ადამიანის უფლების პატივისცემაზე.