Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

პაპის საახალწლო შეხვედრა წმინდა საყდართან აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან

🇬🇪🇻🇦 2025 წლის 9 იანვარს, პაპ ფრანცისკეს ტრადიციული, საახალწლო შეხვედრა გაიმართა წმინდა საყდართან აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.
🔹სიტყვით გამოსვლისას, რომის პაპმა ხაზი გაუსვა „იმედის დიპლომატიის“ მნიშვნელობას, როგორც მთავარ გზას მსოფლიოში არსებული კონფლიქტებისა და დაქსაქსულობის დასაძლევად. როგორც მან აღნიშნა, „იმედის დიპლომატია“ ეფუძნება ღია და ინკლუზიურ დიალოგს იმისთვის, რომ აშენდეს ხიდები და დაინგრეს სიძულვილისა და შურისძიების კედლები. რომის პაპის თქმით, „გზა მშვიდობისაკენ“, პირველ რიგში გადის საყოველთაო განიარაღებაზე, განათლებაზე, ეკონომიკაზე, ზრუნვასა და ადამიანის უფლების პატივისცემაზე.
🔹 დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, პაპმა საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს სოფო ქარცივაძეს სთხოვა, მისი სახელით ქრისტეშობის დღესასწაული და ახალი წლის დადგომა მიელოცა ქართველი ხალხისთვის.