



27-28 აპრილს, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს და იტალიაში კომპანია ‘’8 მილენიუმის’’ წარმომადგენლის, თამარ ჭიჭიბოშვილის ორგანიზებით პალაცო ფერაიოლიში გაიმართა მხატვარ თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანის გამოფენა ‘’ღვინის ფერები’’. ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილის ფარგლებში გაიმართა, სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ქალბატონმა ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონმა. ქართული ღვინის ტრადიციებსა და უნიკალური დაყენების მეთოდზე ისაუბრა თამარ ჭიჭიბოშვილმა, რომელიც გახლავთ პროფესიონალი სომელიე და ‘’რომის სომელიეთა ასოციაციის’’ წევრი. მხატვარმა დამსწრე სტუმრებისთვის ღვინით ხატვის მასტერკლასი გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლები, პროფესიონალი სომელიეები და ღვინის ბლოგერები. საქართველოს საელჩო მადლობას უხდის
საქართველოს ფოსტას თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებული მადლობა
თამარ მაღლაფერიძე-დადესქელიანს და თამარ ჭიჭიბოშვილს.