მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის დიდი მაგისტრის, ფრა ჯონ დანლაპის ტრადიციული, საახალწლო შეხვედრა ორდენთან აკრედიტებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებთან
🇬🇪 2025 წლის 10 იანვარს, გაიმართა მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის დიდი მაგისტრის, ფრა ჯონ დანლაპის ტრადიციული, საახალწლო შეხვედრა ორდენთან აკრედიტებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებთან.
🔹სიტყვით გამოსვლისას, დიდმა მაგისტრმა შეაჯამა 2024 წელს ორდენის მიერ განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტები და საქველმოქმედო ინიციატივები. ასევე ისაუბრა 2025 წლის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.
🔹მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენთან საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, სოფო ქარცივაძემ, დიდ მაგისტრს ქართველი ხალხის სახელით ქრისტეს შობის დღესასწაული და ახალი წლის დადგომა მიულოცა. ფრა ჯონ დანლაპმა, თავის მხრივ, გამოთქვა იმედი, რომ 2025 წელი ხელსაყრელი იქნება საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის.