
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული წმინდა საყდართან სოფო ქარცივაძე, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ქრისტიანობის 2000 წლიან ისტორიასა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე ქართული სულიერების და იდენტობის ჩამოყალიბებაში, ასევე ქართული ლიტერატურის, საეკლესიო მუსიკისა და ტრადიციების შესახებ.