დავით მექვაბიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან წმინდა საყდართან ბორის სააკიანთან
2025 წლის 22 სექტემბერს, წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან წმინდა საყდართან ბორის სააკიანთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული ისტორიული კეთილ-მეზობლური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
ასევე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, უსაფრთხოების გამოწვევებს რეგიონალურ თუ საერთაშორისო დონეზე, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისკენ.
შეხვედრის ბოლოს სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა წარმატებები უსურვა ახლად დანიშნულ ელჩს და მხარდაჭერა აღუთქვა მას.
