Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქართველი რეჟისორის, ბექა სიხარულიძის ფილმის „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ ჩვენება კინოთეატრში ,,Cinema Farnese’’

🇬🇪 🇻🇦 2024 წლის 14 ნოემბერს, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რომის ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოთეატრში ,,Cinema Farnese’’, ქართველი რეჟისორის, ბექა სიხარულიძის ფილმის „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ ჩვენება გაიმართა.
📽️ კინოჩვენება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სოფო ქარცივაძემ.
ფილმის შემდეგ, აუდიტორიას, კითხვა-პასუხის ფორმატში, რეჟისორთან და მთავარი როლის შემსრულებელთან, ბექა სიხარულიძესთან გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდა.
🔹ფილმის ჩვენებას, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მალტის ორდენის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
🍷ღონისძიება ქართული ღვინის დეგუსტაციით გაიხსნა.