Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
15 ივნისს, პროექტ „ცოცხალ წიგნებთან“ თანამშრომლობით, საქართველოს საელჩომ პოეტური ანთოლოგიის „როცა ქვეყნებს სძინავთ - 7 ქართველი და 7 იტალიელი პოეტი ქალი სიფხიზლისთვის“ და ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებულის „მზე“ იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გამართა.
 
ღონისძიება საქართველოს ელჩმა, ქალბატონმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა გახსნა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ანთოლოგიაში შემავალმა ქართველმა და იტალიელმა პოეტებმა: მარიამ წიკლაურმა, ანიტა პისკაციმ, ნინია სადღობელაშვილმა, ფრანჩესკა სერანიოლიმ. პოეტები და მათი შემოქმედება საზოგადოებას წარუდგინა, ანთოლოგიის შემდგენელმა და მთარგმნელმა, ქალბატონმა ნუნუ გელაძემ.
 
ღონისძიებას „ დანტე ალიგიერის საზოგადოებამ“, ფლორენციის სასახლეში უმასპინძლა და მას ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატები და ქართული დიასპოროს წარმომადგემლები დაესწრნენ.