დავით მექვაბიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ვატიკანის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილესთან მთავარ ეპისკოპოსთან მიროსლავ სტანისლავ ვახოვსკისთან
2025 წლის 25 აგვისტოს, წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ვატიკანის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილესთან მთავარ ეპისკოპოსთან მიროსლავ სტანისლავ ვახოვსკისთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და ვატიკანის სახელმწიფოს შორის არსებული ისტორიული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისკენ.
შეხვედრაზე სტანისლავ ვახოვსკიმ აღნიშნა, რომ მას საკუთარი თვალით აქვს ნანახი მცოცავი ოკუპაციის შედეგად გამოწვეული სირთულეები და ადგილობრივი მოსახლეობის რთული ყოფა.
მან წარმატებები უსურვა ახლად დანიშნულ ელჩს და სურვილი გამოთქვა, კვლავ ეწვიოს საქართველოს.
