Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან

საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან

აკრედიტებულია მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენთან

დავით მექვაბიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან

2025 წლის 31 ივლისს, წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან წმინდა საყდარში - ილგარ იუსიფ ოღლუ მუხტაროვთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული ისტორიული კეთილ-მეზობლური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

ასევე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, უსაფრთხოების გამოწვევებს რეგიონალურ თუ საერთაშორისო დონეზე, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისკენ.

შეხვედრის ბოლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა წარმატებები უსურვა ახლად დანიშნულ ელჩს და მხარდაჭერა აღუთქვა მას.