Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან

საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან

აკრედიტებულია მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენთან

რომში, წმინდა აგატა დეი გოტის ეკლესიაში წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ ,,შემოქმედებითი საქართველოს’’ ორგანიზებით, გაიმართა  კონცერტი - „წერილები მეგობრებს - 25 წერილი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის“

2025 წლის 8 სექტემბერს, რომში, წმინდა აგატა დეი გოტის ეკლესიაში (რომაული გოთური არქიტექტურის უნიკალური ნიმუში) წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ ,,შემოქმედებითი საქართველოს’’ ორგანიზებით, გაიმართა  კონცერტი - „წერილები მეგობრებს - 25 წერილი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის“, რომელიც ქართველი გენიალური კომპოზიტორის, გია ყანჩელის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

კონცერტში მონაწილეობდა ქართველ მუსიკოსთა კამერული ჯგუფი, Georgian Chamber Soloists, რომელსაც მაესტრო სანდრო თიგიშვილი ხელმძღვანელობდა. 

წმინდა საყდართან საქართველოს ელჩმა დავით მექვაბიშვილმა, მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს და მადლობა გადაუხადა მათ მობრძანებისთვის.  

ღონისძიებას საპატიო და მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის  იყვნენ რომის პაპის ვიკარი, რომის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა იოანე ლატერანელის ბაზილიკის წინამძღვარი, კარდინალი ბალდასარე რეინა,   წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, რომის კურიისა და სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა დიკასტერიის ოფიციალური პირები, რომის აკადემიური და მუსიკალური საზოგადოების, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები. 

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დაეგემოვნებინათ  ქართული ღვინო და ტკბილეული.