Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან

საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან

აკრედიტებულია მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენთან

დავით მექვაბიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა იერუსალიმის როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენის პრინცს და დიდ მაგისტრს ფრა ჯონ დანლაპს

2025 წლის 17 ნოემბერს, წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა იერუსალიმის როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენის პრინცს და დიდ მაგისტრს ფრა ჯონ დანლაპს. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა მალტის ორდენის დიდ მაგისტრთან.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის არსებულ თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანმრთელობის დაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის კიდევ მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე. მალტის სუვერენული ორდენის ხელმძღვანელმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.


რწმუნებათა სიგელის გადაცემის საზეიმო ცერემონია მალტის სუვერენული ორდენის რომის ცენტრში მდებარე ისტორიულ მაგისტრალურ სასახლეში გაიმართა.