ბატონმა დავით მექვაბიშვილმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა მთავარეპისკოპოს ედგარ პენია პარას.
30 მაისს, საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ვატიკანში, ბატონმა დავით მექვაბიშვილმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ზოგად საკითხებში, მთავარეპისკოპოს ედგარ პენია პარას.
სიგელების გადაცემის შემდეგ გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომლის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.