Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

10 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს  საქართველოს მხრიდან ეროვნული ბიბიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და ვატიკანის მხრიდან, ვატიკანის ბიბლიოთეკის პრეფექტმა მონსინიორ მაურო მანტოვანიმ 

ამ ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დაწყების ცერემონიალს ვატიკანში ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე - გივი მიქანაძე, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის მემორანდუმის გაფორმების საქმეში.

ემორანდუმის ხელმოწერის იდეა ვატიკანში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის დროს, მაისში დაიბადა,

რა დროსაც დაიწყო მოლაპარაკებები ორ ბიბლიოთეკას შორის. გამართული შეხვედრებისა და აქტიური კონსულტაციების შემდეგ მემორანდუმის შეჯერებული ტექსტი შემუშავდა.

მემორანდუმით განსაზღვრულია ქართველი მკვლევარების, ისტორიკოსებისა და მეცნიერების ვატიკანის ბიბლიოთეკის ფონდებსა და საცავებში კვლევითი საქმიანობის ჩატარების უფლება, კვოტირების გარეშე, კვლევების შედეგად აღმოჩენილი დოკუმენტების გაციფრულება და საქართველოსთვის გადმოცემა, ასევე ერთობლივი გამოფენების ორგანიზების შესაძლებლობა.  

საქართველოს საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ გივი მიქანაძეს, ინიციატივის მყისიერი მხარდაჭერისა ხელშეწყობისთვის, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს ბატონ გიორგი კეკელიძეს, ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს, ბატონ მირიან ხოსიტაშვილს და ქალბატონ თამარ ხუციშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოსა და ვატიკანს შორის ამ მეტად მნიშვნელოვანი კოლაბორაციის ხელშეწყობისთვის.