Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

პაპი ლეონ XIV წმიდა საყდრთან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა 

16 მაისს, რომის პაპი ლეონ XIV წმიდა საყდრთან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა. 

შეხვედრას ესწრებოდა წმინდა საყდართან საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სოფო ქარცივაძე, რომელმაც ქართველი ხალხისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის სახელით ლეონ XIV-ეს რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა და წარმატებული პონტიფიკატი უსურვა: „საქართველო სიყვარულით გიდგათ გვერდში, ლოცულობს თქვენთვის და თქვენი უმაღლესი მისიისთვის. გისურვებთ, რომ თქვენი პონტიფიკატი იყოს იმედის, ერთიანობის და  მშვიდობის ნიშანი მთელს მსოფლიოში!“