Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საქართველოს ტექნიკური უნივერიტეტის დელეგაციის შეხვედრა ‘’დანტე ალიგიერის საზოგადოების’’ წარმომადგენლებთან

5 მაისს ‘’დანტე ალიგიერის საზოგადოების’’ სათავო ოფისში, Palazzo Firenze-ს პრიმატიჩოს დარბაზში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა დავით გურგენიძემ დანტე ალიგიერის საზოგადოების პრეზიდენტს ანდრეა რიკარდის და გენერალურ მდივანს პროფ. ალესანდრო მაზის სტუ-ს საპატიო დოქტორის წოდებები მიანიჭა საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის გავრცელების მხარდაჭერისთვის.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, ასევე, საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან, ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონი, რომელიც ‘’დანტე ალიგიერის საზოგადოების’’ ქართული კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლავთ.