ეროვნული ბიბლიოთეკისა და ვატიკანის ბიბლიოთეკის თანამშრომლობა
26 ივნისს გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს, მირიან ხოსიტაშვილსა ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკისა და არქივის ხელმძღვანელთან, წმინდა საყდრის ბიბლიოთეკარსა და არქივარიუსს, არქიეპისკოპოს ანჯელო ვინჩენცო ძანის შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოციქულო ბიბლიოთეკის პრეფექტი, დონ მაურო მანტოვანი, სამოციქულო ბიბლიოთეკის პრეფექტის მოადგილე ტიმოთი იანცი, საელჩოს უფროსი მრჩეველი სოფო ქარცივაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი თამარ ხუციშვილი და ელჩის თანაშემწე ირინა სანაშვილი.
შეხვედრაზე განხილული იქნა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები (ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი გამოფენები და სამეცნიერო კვლევები). ქართულმა მხარემ წამოაყენა წინადადება ერთობლივი კატალოგის შექმნის შესახებ, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ვატიკანსა და საქართველოში დაცული დოკუმენტები.