Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გიორგი კეკელიძის „კვარას საქართველოს“ – „La Georgia di Kvara” იტალიური თარგმანის პრეზენტაცია ნეაპოლში

📣 15 დეკემბერს, ვატიკანში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სოფო ქარცივაძემ, მონაწილეობა მიიღო გიორგი კეკელიძის „კვარას საქართველოს“ – „La Georgia di Kvara” იტალიური თარგმანის პრეზენტაციაში. ღონისძიება გაიმართა ნეაპოლის უნივერსიტეტ ფედერიკო მეორეში და მას იტალიური მედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

 დროებითმა რწმუნებულმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა სახალხო და კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობას ერებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდის საქმეში. ისაუბრა ევროკომისიის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და წარმატებები უსურვა წიგნსა და მის მთავარ გმირს. 

ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ნეაპოლის  ფედერიკო მეორეს უნივერსიტეტსა და  საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის. გიორგი კეკელიძემ, პრეზენტაციის დასასრულს, სტუმრების კითხვებს გასცა პასუხი და  წიგნის იდეის დაბადებისა და მისი შექმნის შესახებ ისაუბრა.


⚽ ,,კვარას საქართველო" ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, ფეხბურთელის წინაპრებზე, ქართულ ფეხბურთზე, ბუნებაზე, საქართველოს კუთხეებზე და ტრადიციებზეა. წიგნის წინასიტყვაობის ავტორები დიეგო მარადონა უმცროსი და აკა მორჩილაძე არიან.