პაპ ფრანცისკეს ტრადიციული, საახალწლო შეხვედრა წმინდა საყდართან აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან
🇬🇪🇻🇦მიმდინარე წლის 8 იანვარს, გაიმართა პაპ ფრანცისკეს ტრადიციული, საახალწლო შეხვედრა წმინდა საყდართან აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.
თავის სიტყვაში, რომის პაპი, მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა საომარ სიტუაციებს შეეხო და მისი ძირითადი გზავნილიც მშვიდობისკენ მოწოდება გახლდათ. დიპლომატიური პრიორიტეტების გარდა, რომის პაპმა მის მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ უპირველეს ყოვლისა „გზა მშვიდობისაკენ“, გადის ‘’საყოველთაო განიარაღებაზე, განათლებაზე, ეკონომიკაზე, ზრუნვასა და სიცოცხლის უფლების პატივისცემაზე.’’
პაპმა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან მისალმების დროს, საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს სთხოვა განსაკუთრებული ძმური მოკითხვა გადაეცა საქართველოს პატრიარქისთვის და მისი სახელით მიელოცა ქრისტეშობის დღესასწაული და ახალი წლის დადგომა ქართველი