
ღონისძიება საქართველოს ელჩმა, ქალბატონმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა გახსნა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ანთოლოგიაში შემავალმა ქართველმა და იტალიელმა პოეტებმა: მარიამ წიკლაურმა, ანიტა პისკაციმ, ნინია სადღობელაშვილმა, ფრანჩესკა სერანიოლიმ. პოეტები და მათი შემოქმედება საზოგადოებას წარუდგინა, ანთოლოგიის შემდგენელმა და მთარგმნელმა, ქალბატონმა ნუნუ გელაძემ.