Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპთან, ლეონ XIV-სთან შეხვედრა გამართა.

აქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპთან, ლეონ XIV-სთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა მის უწმინდესობას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა და განაცხადა, რომ მისი პონტიფიკატის დასაწყისი მთელი მსოფლიოსთვის მომავლის იმედის, სულიერი განახლებისა და ერთიანობის სიმბოლოა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი საფუძველია.

პრეზიდენტმა რომის პაპს ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

თავის მხრივ, რომის პაპმა, ლეონ XIV-მ საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე და საქართველოსთან არსებული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.

მიხეილ ყაველაშვილმა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოიწვია.