ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩის მისასალმებელი სიტყვა

Tamar Grdzelidzeწმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ვებგვერდის ძვირფასო სტუმარო,

კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა!

გულითადად მოგესალმებით ჩვენი საელჩოს სახელით.

წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორი დიპლომატი და ერთი რეფერენტი ვემსახურებით, თუმცა, ადგილობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი მიზნები და მისწრაფებები გაცილებით აღემატება საელჩოს ზომას, კერძოდ, რა სპეციფიკაა ეს?

წმინდა საყდრის სათავეშია, როგორც მოგეხსენებათ, რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, წმინდა მამა, რომის ეპისკოპოსი, პონტიფი, იგივე პაპი. ვატიკანის სახელმწიფო იმართება სახელმწიფო სამდივნოს აპარატით, რომლის სათავეშია სახელმწიფო მდივანი. თავისებურება, რომელსაც, შესაძლოა, სხვაგან შესატყვისი არ მოეძებნოს, ისაა, რომ დიპლომატიური მისიები სამუშაო ურთიერთობაში არიან ვატიკანის სამდივნოსთან, მაგრამ მივლინებული არიან პონტიფთან. „ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს წარმომადგენლობა და უცხო ქვეყნებთან ურთიერთობა პაპის პრეროგატივაა, რასაც პონტიფი სახელმწიფოსამდივნოს მეშვეობით ახოციელებს", ვკითხულობთ წმინდა საყდრის ოფიციალურ ვებგვერდზე. ანალოგიურად, უცხო ქვეყნების წმინდა საყდართან წარმომადგენლობაც, სახელმწიფო სამდივნოს მეშვეობით, პაპის ავტორიტეტის ქვეშაა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა საყდარი, სუვერენული კათოლიკური ეკლესია და ვატიკანის ქალაქი-სახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაციების დამოუკიდებელი წევრია და საერთაშორისო შეთანხმებებში მონაწილეობს.

რომის კათოლიკური ეკლესია მთელ მსოფლიოს წვდება, 200-ზე მეტ ქვეყანაშია, 3000-მდე ეპარქიას მოიცავს, 1.228 მილიარდზე მეტ მრევლს ითვლის (2014 წლის Annuario Pontificio-ს მიხედვით). ბევრ ქვეყანაში, სადაც კათოლიკური ეკლესია ისტორიული სინამდვილის ნაწილია, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ქვეყნების სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ამდენად, წმინდა საყდართან არსებული მისიები, ვატიკანის მმართველობასა და ერთმანეთთან ურთიერთობის შეჯერებით, ცდილობენ საკუთარი ქვეყნების მისწრაფებებისა თუ ფასეულობების გაზიარებასა და ამ გზით მიზნის მიღწევას. რომის კათოლიკური ეკლესია ისტორიულად საქართველოშიც არსებობს. კათოლიკე მისიონერები საქართველოს ტერიტორიაზე მეცამეტე საუკუნიდან არიან. მომდევნო საუკუნეებში სწორედ წმინდა საყდრის მეშვეობით ცდილობდნენ ქართველები ევროპასთან დაკავშირებას, განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერიის დასუსტებისა და ნგრევის ფონზე. ამდენად, წმინდა საყდარი, ვატიკანი, საქართველოსთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი სუბიექტია.

საუკეთესო სურვილებითა და პატივისცემით,

თამარ გრძელიძე

 
 

Tamar Grdzelidze

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ