ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

2017 წლის 13-14 ნოემბერს, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენცია პაპის ქრისტიანთა ერთობის საბჭოს მდივანმა, ეპისკოპოსმა ბრაიან ფარელმა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა გახსნეს. ორდღიან კონფერენციაზე, რომელსაც რომის კურიის და წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები და საქართველოთი დაინტერესებული მკვლევარები ესწრებოდნენ, მოხსენებით წარდგნენ მეცნიერები აშშ-ის, შვეიცარიის, იტალიის, საფრანგეთის, ბულგარეთის უნივერსიტეტებიდან. 

კონფერენციის დაწყებამდე, ლოცვა აღევლინა რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოში (წინამძღვარი: არქიმანდრიტი იოანე (ხელაია), ხოლო 14 ნოემბერს, კონფერენციის მონაწილეები წმინდა პეტრეს მოედანზე გამართულ გენერალურ აუდიენციაზე რომის პაპ ფრანცისკეს მიესალმნენ. 

 
 

Tamar Grdzelidze

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ