ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის სამუშაო ვიზიტი ვატიკანში

2017 წლის 27-28 აპრილს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამუშაო ვიზიტით ვატიკანს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრები გამართა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინთან, წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერთან და ადამიანის ინტეგრალური განვითარების დიკასტერიის პრეფექტთან, კარდინალ პიტერ ტურკსონთან.

შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით - თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრებისა უფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევა. ისაუბრეს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობის საჭიროებაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე და მის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.

ქეთევან ციხელაშვილმა წმინდა საყდრის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებებზე.სახელმწიფო მდივანმა წმინდა საყდრის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობა.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მთავარეპისკოპოსმა გალაჰერმა ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ საქართველოს მიერ გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის მიმართ ყოველწლიურ, შთამბეჭდავ მხარდაჭერას.

წელს, საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება.

 
 

Tamar Grdzelidze

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ