ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველო და წმინდა საყდარი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ

25 years of diplomatic relations2017 წლის 24 მაისს, პაპის სამოციქულო სასახლეში, წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანს, მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერსა და წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თამარ გრძელიძეს შორის.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ელჩმა მთავარეპისკოპოსს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოცი წერილი გადასცა. შეხვედრაზე მხარეებმა წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და შემდგომი ორმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.

„ჩვენთვის საქართველო ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი, როგორ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, რომელსაც, მიუხედავად რთული გამოწვევებისა, სიცოცხლისა და კეთილგანწყობის მუხტი არ აკლია" - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა გალაჰერმა.

დღესვე, თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ წმინდა საყდრის ნუნციუსი, მონსინიორ მარეკ სოლჩინსკი მიიღო, რომელმაც თავის მხრივ, მინისტრს მთავარეპისკოპოს გალაჰერის წერილი გადასცა.    

 
 

Tamar Grdzelidze

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ