ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილეს შეხვდა

Georgian Deputy Foreign Minister Mr.Gigi Gigiadze held a meeting in Vatican with Under-Secretary for Relations with States of the Holy See, Msgr. Antoine Camilleri. 2016 წლის 12 მაისს, ვატიკანში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილესთან, მონსინიორ ანტუან კამილერისთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში რომის პაპის სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტი და მასთან დაკავშირებული საკითხები. პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გახშირებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. ხაზი გაესვა საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას.

მხარეებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს თანადგომისათვის და გამოთქვა იმედი, რომ ვატიკანი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.მონსინიორ ანტუან კამილერიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ და გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდება.

ვატიკანის წარმომადგენელთან შეხვედრამდე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ საქმიანი სადილი გამართა წმინდა საყდართან აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე, რომელიც მეგობრულ ვითარებაში წარიმართა, მიმოხილული იქნა ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული წარმატებები, ასევე, საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, კერძოდ, საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობები, ინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, სამომავლო პერსპექტივები და მოლოდინები.

 
 

Tamar Grdzelidze

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ