ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
რომის კინოს სახლში ფილმის 'მანდარინები' პრეზენტაცია გაიმართა

Tangerines2016 წლის 11 მარტს, რომის კინოს სახლში (Casa del Cinema) წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს, იტალიის რესპუბლიკაში ესტონეთის საელჩოს და საზოგადოება PFA-ის ორგანიზებით, ასევე ფილმის პროდიუსერების მონაწილეობით, გაიმართა "ოსკარის" ნომინანტი ფილმის "მანდარინები" პრეზენტაცია, რომელიც იტალიურ კინოთეატრებში მიმდინარე წლის მაისში გამოჩნდება.

ღონისძიება, რომელსაც წმინდა საყდრის კურიის წარმომადგენლები, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და იტალიელი კინომცოდნეები ესწრებოდნენ, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ გრძელიძემ გახსნა. დამსწრე საზოგადებას ასევე სიტყვით მიმართეს იტალიაში ესტონეთის ელჩმა სელია კუნინგას-სააგპაკმა, რომის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის ექსპერტმა ნონა მიხელიძემ და PFA Films-ის ხელმძღვანელმა პიერ-ფრანჩესკო აიელომ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ასევე ფილმის პროდიუსერი ივო ფელტი და რეჟისორი ზაზა ურუშაძე, რომელმაც ვრცლად ისაუბრა "მანდარინების" შესახებ და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა მიღება, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და ასევე ქართული და ესტონური ტრადიციული წარმოების ტკბილეული. 

 
 

Tamar Grdzelidze

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ