ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს წარმომადგენელი ტრეფიკინგის თემაზე ვატიკანში გამართულ სემინარს დაესწრო

2015 წლის 7-8 ნოემბერს, ვატიკანში, პაპ პიუს IV-ის ვილაში, პაპის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით გაიმართა ტრეფიკინგის საკითხისადმი მიძღვნილი სემინარი „Real love chases away fear, greed and slavery: Young leaders must pave the way/ნამდვილი სიყვარული განდევნის შიშს, სიხარბეს და მონობას: გზა ახალგაზრდა ლიდერებმა უნდა გაკვალონ".

სემინარს, რომელსაც პაპის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის რექტორი, არგენტინელი ეპისკოპოსი მარსელო სანჩეს სორონდო უძღვებოდა და რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 40-მდე ქვეყანა იყო წარმომადგენელი, საქართველოს მხრიდან დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თათია ლოლაძე.

სემინარზე განხილული იყო თანამედროვე მონობის სხვადასხვა ფორმები და მათი პრევენციის გზები, ტრეფიკინგის გამოვლენის და მასზე რეაგირების მექნიზმები, ბავშვთა პროსტიტუციის, გენდერული ძალადობის, იძულებითი შრომისა და ექსპლუატაციის თემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების მეშვეობით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას. აკადემიაში სემინარის მონაწილეთა წინაშე სიტყვით ის ადამიანები წარსდგნენ, ვინც თავად იყვნენ ტრეფიკინგის მსხვერპლი.

აღსანიშნავია, რომ წმინდა საყდართან საქართველოს საელჩო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს როგორც წმინდა საყდართან, ისე ვატიკანში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და რომში არსებულ ანგლიკანურ ცენტრთან.

 
 

Tamar Grdzelidze

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ