ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
სახელმწიფო ანსამბლ 'რუსთავის' კონცერტები ველაბროს წმინდა გიორგის და წმინდა ავგუსტინეს ეკლესიებში

კარდინალ რავაზის მისასალმებელი სიტყვა2015 წლის 25 მაისს, რომში, ველაბროს წმინდა გიორგის ეკლესიაში, საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, "რუსთავის" კონცერტი გაიმართა. კონცერტის დაწყებამდე ეკლესიაში შეკრებილ საზოგადოებას პაპის კულტურის საბჭოს პრეზიდენტმა, კარდინალმა ჯანფრანკო რავაზიმ მიმართა, რომელმაც ისაუბრა ქართული კულტურის მნიშვნელობაზე და განსაკუთრებით, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფენომენზე. 

კარდინალმა ხაზი გაუსვა ვატიკანსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში მომავალი თანამშრომლობის აუცილებლობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა: "რომის ამ უძველესი ალაგიდან, სადაც, ლეგენდის თანახმად, ძუ მგელმა რომის დამაარსებელი რომულუსი და მისი ძმა რემუსი იპოვა, მსურს ქართველ ხალხს მივულოცო დამდეგი დიდი დღესასწაული - 26 მაისი. ვუსურვებ, რომ მარად შეენარჩუნებინოს ის თვითმყოფადობა, რომელსაც წარმატებით იცავდა და უფრთხილდებოდა საუკუნეების მანძილზე - დიდი ძალისხმევით, სისხლისა და ცრემლის ფასადაც, განსაკუთრებით კი, თავისი კულტურისა და სულიერების ბრწყინვალებით".მიხეილ გიორგაძის მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა ვატიკანის მხარეს და პირადად კარდინალ რავაზის, ანსამბლის მოწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის კულტურის სფეროში კონტაქტები და მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ველაბროს წმინდა გიორგის ეკლესიაში "რუსთავმა" უძველესი ქართულ მრავალხმიანი საგალობლები და საწესო სიმღერები შეასრულა. კონცერტის აუდიო და ვიდეო ჩანაწერი ვატიკანის რადიოს და იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის მფლობელობაში არსებული ტელევიზია TV2000-ის მიერ იქნა ტრანსლირებული.  

26 მაისს, "რუსთავმა" კონცერტი გამართა რომის წმინდა ავგუსტინეს ტაძარში. 

 
 

Tamar Grdzelidze

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ