ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

Pope Francis in Georgia

განთავსების თარიღი: 19.09.2016
 

Rimini 2016
იტალიის ქალაქ რიმინიში 19-25 აგვისტოს მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოსადმი მიძღვნილი საინფორმაციო-საგამოფენო სივრცეა გახსნილი, სადაც მნახველებს შესაძლებლობა აქვთ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას გაეცნონ - როგორც ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ისე ადრექრისტიანული ეპოქით დათარიღებული ძეგლებისა და ხელოვნების ნიმუშების ფოტო-ვიდეო ასლებს, ასევე მილანის კათოლიკური უნივერსიტეტის (Sacro Cuore) სტუდენტების მიერ შექმნილ ქართული ისტორიული ძეგლების მაკეტებს.

განთავსების თარიღი: 20.08.2016
 

განცხადება
2016 წლის 7 აგვისტოს 8 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და აგრესიის განხორციელებიდან. მას შემდეგ რუსეთი აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფით.

განთავსების თარიღი: 08.08.2016
 


2016 წლის 15 ივნისს, წმინდა საყდართან საქართველოსა და რუმინეთის საელჩოების, ასევე Centro Pro Unione-ის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით "წმინდა და დიდი კრების მოსამზადებელი დოკუმენტები", რომელიც მიმდინარე წლის 15-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველ საკითხებს მიეძღვნა. 

განთავსების თარიღი: 15.06.2016
 


2016 წლის 1 ივნისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავად, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩომ რომის ერთ-ერთ უძველეს სასახლეში, Palazzo Cardinal Cesi-ში ოფიციალური მიღება გამართა, რომელსაც წმინდა საყდრის კურიის, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, მედიასაშუალებების, სხვადასხვა სასულიერო და საერო ორგანიზაციების და იტალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე კულტურის მოღვაწეები და პაპის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტები დაესწრნენ.

განთავსების თარიღი: 01.06.2016
 

გიგი გიგიაძის შეხვედრა ანტუან კამილერისთან
2016 წლის 12 მაისს, ვატიკანში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილესთან, მონსინიორ ანტუან კამილერისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში რომის პაპის სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტი და მასთან დაკავშირებული საკითხები. პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გახშირებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა.

განთავსების თარიღი: 12.05.2016
 

Joint Declaration
2016 წლის 16 აპრილს, საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მყოფი მიგრანტების მოსანახულებლად ჩასულმა რომის პაპმა ფრანცისკემ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ და ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომლითაც თანადგომასა და თანაგრძნობას უცხადებენ დევნილებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მათი დახმარებისა და კონფლიქტების მშიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ. 

 

განთავსების თარიღი: 19.04.2016
 

Tangerines2016 წლის 11 მარტს, რომის კინოს სახლში (Casa del Cinema) წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს, იტალიის რესპუბლიკაში ესტონეთის საელჩოს და საზოგადოება PFA-ის ორგანიზებით, ასევე ფილმის პროდიუსერების მონაწილეობით, გაიმართა "ოსკარის" ნომინანტი ფილმის "მანდარინები" პრეზენტაცია, რომელიც იტალიურ კინოთეატრებში მიმდინარე წლის მაისში გამოჩნდება.

 

განთავსების თარიღი: 11.03.2016
 


2015 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩომ პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში სამეცნიერო კონფერენცია გამართა, რომელიც ქართველი კათოლიკე სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, მამა პეტრე ხარისჭირაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. 
სამეცნიერო კონფერენციას რომის კურიის, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ევროპის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ასევე იტალიაში მცხოვრები ქართული სათვისტომოს წევრები და ქართველი სტუდენტები ესწრებოდნენ.

განთავსების თარიღი: 23.11.2015
 


2015 წლის 7-8 ნოემბერს, ვატიკანში, პაპ პიუს IV-ის ვილაში, პაპის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით გაიმართა ტრეფიკინგის საკითხისადმი მიძღვნილი სემინარი „Real love chases away fear, greed and slavery: Young leaders must pave the way/ნამდვილი სიყვარული განდევნის შიშს, სიხარბეს და მონობას: გზა ახალგაზრდა ლიდერებმა უნდა გაკვალონ". სემინარს, რომელსაც პაპის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის რექტორი, არგენტინელი ეპისკოპოსი მარსელო სანჩეს სორონდო უძღვებოდა და რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 40-მდე ქვეყანა იყო წარმომადგენელი, საქართველოს მხრიდან დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თათია ლოლაძე.

განთავსების თარიღი: 08.11.2015
 

Tamar Grdzelidze

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ