საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პოეტ დათო მაღრაძის კრებულის ‘’ხიდი ჰორიზონტზე’’ პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა პოეტ დათო მაღრაძის კრებულის ‘’ხიდი ჰორიზონტზე’’ იტალიური თარგმანის პრეზენტაცია. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა წმინდა საყდართან ქეთევან ბაგრატიონ მუხრან-ბატონმა, წიგნის იტალიელმა გამომცემელმა ჯულიანო ლადოლფიმ და მთარგმნელმა ნუნუ გელაძემ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, წმინდა საყდრის და მალტის ორდენის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
დათო მაღრაძის ლექსები იტალიურ ენაზე გააჟღერეს ცნობილმა მსახიობებმა ვალენტინა კიკომ და ჯულიო გრეკომ, ხოლო თავად ავტორმა სტუმრებს ქართულ ენაზე წაუკითხა მისი რამდენიმე ლექსი.
საღამოს დასასრულს, სტუმრებისთვის მრავალჟამიერი შეასრულა ლაურა გოგიაშვილის გუნდის ‘’Musica Creator’’-ის რამდენიმე მუსიკოსმა.
პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და კერძები.