საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით სვეტიცხოვლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

🇬🇪🇻🇦მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ვატიკანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რომის ისტორიული ცენტრის ერთერთ ულამაზეს ტერასაზე გაიმართა სვეტიცხოვლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის მიზანი სვეტიცხოვლის, საქართველოს სულიერების სიმბოლოს, ქართული კულტურისა და არქიტექტურული შედევრის მნიშვნელობისა და ისტორიის, ასევე ქრისტიანულ კულტურაში ვაზისა და ღვინის კავშირის წარმოჩენა გახლდათ.
ღონისძიებას დაესწრნენ წმინდა საყდართან აკრედიტებული ქვეყნების ელჩები, ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლები და სხვა მაღალი დონის სტუმრები. აღსანიშნავია, რომ, სვეტიცხოვლის დღესასწაულის მოსალოცად, ღონისძიებაზე მობრძანდა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი გახლდათ ქართული სამზარეულო და
და სხვადასხვა ტიპის ქართული ღვინოები. სტუმრებს ქართული ქვევრის ტექნოლოგიასა და ღვინის ისტორიაზე ესაუბრა, სომელიე, კომპანია 8 მილენიუმის ოფიციალური წარმომადგენელი იტალიაში, ქ-ნი თამარ ჭიჭიბოშვილი, რომელსაც საქართველოს საელჩო განსაკუთრებულ მადლობა უხდის თანამშრომლობისათვის.
 ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბატონი ბადრი ვადაჭკორიას მიერ გადაღებული სვეტიცხოვლის ფოტოების მცირე  გამოფენა.