საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რომის პაპთან ფრანცისკესთან პოეტ დათო მაღრაძის აუდიენცია გაიმართა

29 სექტემბერს, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, რომის პაპთან ფრანცისკესთან პოეტ დათო მაღრაძის აუდიენცია გაიმართა.
პოეტმა პაპს მისი წიგნი „ბარაქიანი მიწა“ და დეკანოზ ალექსანდრე გალდავას შესრულებული ხატი გადასცა. პოემა „ბარაქიანი მიწა“ ნათარგმნია მრავალ ენაზე, მათ შორის იტალიურად და მას უაღრესად მაღალი შეფასებები მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ქვეყნებში. დათო მაღრაძემ პაპთან მისი პოეზიის არსზე და მთავარ გზავნილზე - „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად” ისაუბრა.
შეხვედრას ესწრებოდა ვატიკანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქეთევან ბაგრატიონიც. მას პაპმა პატრიარქთან, რომელსაც იგი მის სულიერ ძმას უწოდებს, მოკითხვა დააბარა. ასევე, სიამოვნებით გაიხსენა საქართველოს პრეზიდენტის ახლახან გამართული ვიზიტი ვატიკანში და კიდევ ერთხელ გამოხატა, მისი განსაკუთრებული პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ.