საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, 2021 წლის 20-26 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობს. 

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი 22-23 სექტემბერს,  მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის მინისტერიალში, რომელიც სუამ-ის საქართველოს თავმჯდომარეობით იმართება.  დავით ზალკალიანი დაესწრება მთავრობათაშორისი კოალიცია - „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ 10-ე მინისტერიალს, რომელიც რუმინეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში იმართება და ასევე მონაწილეობას მიიღებს გერმანიის და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში- „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის“, მინისტრი სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს. 
გაეროს გენერალური ასაბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თავის ევროპელ, აზიელ და აფრიკელ კოლეგებთან.