საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! დიდება ყველა ქართველს, რომელმაც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს და საკუთარი წვლილი შეიტანა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მშენებლობაში!

 

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც 2018 წელს შეუერთდა ქალ სახელმწიფო მეთაურთა მცირე რაოდენობას. 2019 წელს სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74- სესიაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც . ნიუ-იორკში 24-30 სექტემბერს გაიმართა.

 

2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა 6 თვის ვადით 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე. საქართველომ თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადაიბარა, რომელიც . სტრასბურგში გაიმართა.

 

2017 წლის 14 სექტემბერს ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო- მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი გახდა, 2018-2021 წლებში. ორგანიზაციის ისტორიაში ის გახლავთ ყველაზე ახალგაზრდა გენერალური მდივანი.