საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პოლ რიჩარდ გალაჰერი ხურვალეთს ეწვია

საქართველოში  ოფიციალური  ვიზიტით  მყოფი  წმინდა  საყდრის  სახელმწიფოებთან  ურთიერთობების  მდივანი  (საგარეო  საქმეთა  მინისტრი),  მთავარეპისკოპოსი  პოლ  რიჩარდ  გალაჰერი  საოკუპაციო  ხაზთან  მდებარე  სოფელ  ხურვალეთს  ეწვია

იგი  ადგილზე  გაეცნო  საოკუპაციო  ხაზის  გასწვრივ  მდებარე  სოფლებში  რუსეთის  ფედერაციის  მიერ  მავთულხლართების  გავლების  შედეგად  არსებულ  მძიმე  ჰუმანიტარულ  ვითარებას.    მთავარეპისკოპოსი  ადგილობრივ  მოსახლეობას  გაესაუბრა  და  მათგან  მოისმინა  არსებული  მძიმე  ვითარების  შესახებ.

ვიზიტის  ფარგლებში  წმინდა  საყდრის  სახელმწიფოებთან  ურთიერთობების  მდივანმა  ასევე  პატივი    მიაგო  საქართველოს  ერთიანობისთვის  დაღუპულთა  ხსოვნას  და  გვირგვინით  შეამკო  გმირთა  მემორიალი.

პოლ  რიჩარდ  გალაჰერი  საქართველოს  21-24  ოქტომბერს  სტუმრობს.    გაიმართა  მთავარეპისკოპოსის  შეხვედრები  პრემიერ  მინისტრთან  და  საქართველოს  საგარეო  საქმეთა  მინისტრთანიგი  ასევე  ეწვია  მცხეთას  და  სვეტიცხოველი  და  ჯვრის  მონასტერი  მოინახულა.

ასევე  დაგეგმილია  მთავარეპისკოპოსის  შეხვედრები  სრულიად  საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქთანსაქართველოს  პრეზიდენტთან  და  პარლამენტის  თავმჯდომარესთანპოლ  რიჩარდ  გალაჰერი  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში  საჯარო  ლექციას  გამართავს.

Embassy of Georgia to the Holy See Embassy of Georgia to the Holy See Embassy of Georgia to the Holy See Embassy of Georgia to the Holy See Embassy of Georgia to the Holy See