საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში წმიდა საყდრის დესპანს, მონსინიორ კლაუდიო გუჯეროტის შეხვდა

2010 წლის 29 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და საქართველოში წმიდა საყდრის დესპანს, დიპლომატიური კორპუსის დუაიენს, მონსინიორ კლაუდიო გუჯეროტის შორის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის ვატიკანში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები.

2010 წლის 29 აპრილი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი