საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

წმინდა საყდართან საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს

წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა.

მას ვატიკანში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკევა 2004-2014 წლებში. 2009 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი, ამავე წელს დააჯილდოვეს ანჰალტების საგვარეულოსალბრეხტის დათვისდიდი ჯვრით.

ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი ასევე დაჯილდოებულია ანტონ I ბაგრატიონის სახელობის ოქროს მედლით, მალტის სუვერენული სამხედრო ორდენისა და წმინდა საყდრის პიუს IX ორდენის დიდი ჯვრებით.

1995 წელს, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა.

ქეთევან ბანგრატიონ-მუხრანბატონი 1991-2004 წლებში გახლდათ იტალიურ-ქართული ასოციაციასწმინდა გიორგის ფარი“- (. რომი, იტალია) პრეზიდენტი. იგი ასევე ხელმძღვანელობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამონიკ“-.