საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა

დღეს 30 წელი შესრულდა თბილისში 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიიდან.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა არმიის სამხედრო შენაერთებმა სასტიკად, ცრემლსადენი გაზითა და მესანგრის ნიჩბებით დაარბიეს. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 16 ქალი.

1991 წლის 31 მარტს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ჩაატარა რეფერენდუმი  სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.