საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გია ყანჩელის მუსიკა რომში

27 ნოემბერს . რომში, ველაბროს წმინდა გიორგის ტაძარში შესრულდა ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკა.

გია ყანჩელის ნაწარმოებები იტალიელმა მუსიკოსებმა, პიანისტმა ალესანდრო სტელამ და ფლეიტისტმა მაურო კონტიმ შეასრულეს. პირველად შესრულდა ფორტეპიანოსა და ფლეიტისთვის შექმნილი ნაწარმოები 'Ninna Nanna per Anna'.

წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ კონცერტზე შესავალი სიტყვით წარდგა პაპის კულტურის საბჭოს პრეზიდენტი კარდინალჯანფრანკო რავაზი. გია ყანჩელის მუსიკის შესახებ ისაუბრა კომპოზიტორმა ნიკოლა სანიმ.

კონცერტს ესწრებოდნენ წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომის კურიის წევრები და სხვა სტუმრები.